მსოფლიო
შსს_მ ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა_შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
2013-04-06 16:19:19
ჩამოტვირთვა
შინაგან საქმეთა სამინისტროს წყალტუბოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1980 წელს დაბადებული ირაკლი ბ. დააკავეს.
სამართალდამცველებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, წყალტუბოში, გამსახურდიას ქუჩაზე, ირაკლი ბ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ავტომატური ცეცხსასროლი იარაღი ერთი მჭიდით და 23 ცალი ვაზნით ამოიღეს.
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
კომენტარები