საზოგადოება
სამართალდამცველების მიერ გამოსახლებული 5 მარტოხელა დედა 9 ბავშვით სკოლის ყოფილ შენობაში შეიჭრა
2013-04-06 13:39:56
ჩამოტვირთვა
სოციალურად დაუცველი 5 მარტოხელა დედა 9 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ჭავჭავაძის 49 ნომრიდან ორი დღის წინ გვიან ღამით სამართალდამცველებმა გამოასახლეს.
სოციალურად დაუცველები გუშინ გვიან ღამით კი თემქაზე მდებარე ყოფილ #142 საჯარო სკოლაში შეიჭრნენ.
ხუთ მარტოხელა დედას სკოლაში აფხაზეთიდან დევნილი 65 ოჯახი დახვდა, რომლებმაც შენობა ოქტომბრის თვეში დაიკავეს. ერთ-ერთმა მარტოხელა დედამ ძალით შეამტვრია ბოქლომით დაკეტილი კარი, მისი თქმით იგი შენობას მანამ არ დატოვებს სანამ საცხოვრებელი ფართით არ უზრუნველყოფენ.
კომენტარები