1 4 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რატომ დატოვა 60_მა რეკრუტმა კახეთში სავალე ბანაკი?

ჩამოტვირთვა

კახეთში, პალდოს საველე ბანაკი 60-მა რეკრუტმა გუშინ გამთენიისას დატოვა. რეკრუტების განცხადებით, ბანაკში მათ ჯარისკაცისთვის შეუფერებელ და ღირსების შემლახველ დავალებებს აძლევდნენ. კერძოდ, საუბარია საპირფარეშოების დასუფთავებაზე. რეკრუტებს მიაჩნიათ, რომ ისინი საბრძოლო ხელოვნებას უნდა სწავლობდნენ და არა ტუალეტების ხეხვით იყვნენ დაკავებული. ამ ფაქტს არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმიანებიან, ისინი გამოძიების დაწყებას და საქმეში სახალხო დამცველის ჩართვას ითხოვენ. როგორც "პირველი რადიოს" პრესკლუბში "საზოგადოების ინიციატივების გაერთიანების ცენტრის" ხელმძღვანელმა ირაკლი ღლონტმა განაცხადა, გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება ბაზის მეთაურს ფრიდონ ახალაიას უნდა შეუწყდეს. მათ მოთხოვნას სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია უერთდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები