1 4 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვანო მერაბიშვილი კულტურის სამინისტროში და ხმაურით დასრულებული შეხვედრა

ჩამოტვირთვა

რაბათის რესტავრაციასთან დაკავშრებით კულტურის სამინისტროში შეხვედრას ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია. მრგვალ მაგიდას კულტურის მინისტრთან, მის მოადგილეებთან, საპატრიარქოს წარმომადგენლებთან და არქიტექტორ–რესტავრატორებთან ერთად ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანიც დაესწრო. ვანო მერაბიშვილსა და რაბათის ამჟამინდელ დირექტორს შორის შელაპარაკებაც მოხდა. მერაბიშვილმა გუჯა ბიჭაშვილი პროვოკაციასა და შეურაცყოფაში დაადანაშაულა. პროტესტის ნიშნად კი დარბაზი დატოვა. ნაციონალების გენერალურ მდივანს პასუხი გურამ ოდიშარიამ გასცა. თქვენ ვერ შეძლებთ რაბათში ვერაფრის მოშლას, წინ აღვუდგები ყველანაირ ნგრევას – ეს განცხადება ვანო მერაბიშვილმა შეხვედრის დატოვებამდე გააკეთა. ნაციონალური მოძრაობის გენერალრუმა მდივანმა კულტურის სამინისტროს შესთავაზა ნგრევის ნაცვლად აღადგინოს ძეგლის გარკვეული ფრაგმენტები, რომელთა რესტავრაცია არჩევნებამდე ვერ მოესწრო. უნდა მოხდეს თუ არა რაბათის ხელახლა რესტავრაცია, რამდენად სწორად წარიმართა სამუშაოები და რა ფერის უნდა ყოფილიყო გუმბათის გადახურვა – ამ საკითხებზე დამსწრეები 2 საათზე მეტხანს მსჯელობდნენ. საკუთარი მოსაზრება ყველა მათგანმა გამოთქვა. საკუთარი აზრი შეხვედრაზე ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმაც გამოთქვა. მეუფე თეოდორემ განაცხადა, რომ რაბათში არსებული მეჩეთი ქართული კულტურის ძეგლია და მისი რესტავრაცია საპატრიარქოსთან შეთანხმებით უნდა მოხდეს. ახალციხის მიტროპოლიტის თქმით, ციხის რეაბილიტაციის დროს უამრავი ადამიანი დასაქმდა, გალამაზებული რაბათით კი ადგილობრივები და ტურისტები ერთნაირად არიან გახარებულები. მრგვალი მაგიდა, რომელსაც 40–მდე ადამიანი ესწრებოდა, ისე დასრულდა რომ მხარეები საერთო გადაწყვეტილებამდე ვერ მივიდნენ. რა ბედი ეწევა რაბათის ციხეს და მოხდება თუ არა მისი ხელახალი რესტავრაცია კვლავ უცნობია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები