1 4 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მობილური იუბილარია-XX საუკუნის ტრიუმფალური გამოგონება 40-ი წლისაა

ჩამოტვირთვა

პირველი ტელეფონის სახელწოდება „დინა-ტაკი” იყო. კილოგრამნახევრიანი ყურმილი დღეს ნამდვილად არაპრაქტიკულად მოგვეჩვენებოდა, თუმცა 1973 წელს ეს ნამდვილ ტრიუმფად აღიარეს. 1945 წელს, კომპანია „motorola“-ში ახალი თანამშრომელი, მარტინ კუპერი მივიდა და ყველაფერი სწორედ აქედან დაიწყო. "Motorola"–ში 20 წლიანი მუშაობის შემდეგ, მარტინ კუპერი მიხვდა, რომ პატარა ზომის ფიჭური ტელეფონის შექმნა შეეძლო. თანდათანობით მარტინის იდეა ხორცს ისხამდა. პარალელურად, კომპანია ცდილობდა, დაერწმუნებინა კომუნიკაციების ფედრალური კომისია, რომ ფიჭური ტელეფონის დანერგვისათვის, კერძო კომპანიას საკუთარი თავისუფალი სიხშირეები დასჭირდებოდა. ამ იდეას, ძალიან სკეპტიკურად შეხვდნენ. რადგან იმ დროისათვის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ლაბორატორიის სპეციალისტები ახლო მომავალში კომპაქტური ტელეფონის შექმნას გამორიცხავდნენ, თუმცა კომუნიკაციების კომისია კომპრომისზე მაინც წავიდა და მოტოროლას შანსი მისცა, იმ შემთხვევაში თუ კომპანია დაამტკიცებდა, რომ ამ იდეის განხორციელება შესაძლებელია კომისია მას სიხშირეს გამოუყოფდა. პირველი საცდელი ზარი მარტინ კუპერმა სწორედ 3 აპრილს განახორციელა. ის საკუტარი მობილურიდან იმ კვლევით ცენტრს დაუკავშირდა, რომელიც ფიჭური კავშირგაბმულობის იდეას უარყოფდა. ექსპერიმენტი წარმატებულად დასრულდა , კერძო კომპანიებმა საკუთარი სიხშირეები მიიღეს. მოტოროლა კი პირველი კომპანია გახდა, რომელმაც მობილური ტელეფონების მასობრივი წარმოება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები