1 4 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

შსს-მ თელიასა და ფარტენაძეს შორის მომხდარ ინციდენტზე შემოწმება დაასრულა

ჩამოტვირთვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაასრულა სამსახურებრივი შემოწმება აჭარის მთავარი სამმართველოს უფროს ვალერიან თელიასა და საიას თანამშრომელს, მოქალაქე როინ ფარტენაძეს შორის ბათუმში მომხდარ ინციდენტზე და სპეციალურ განცხადებაც გაავრცელა. წერილში ნათქვამია, რომ პოლიციის თანამშრომელი გორგასლის ქუჩაზე მდებარე კომერციულ ობიექტ "ბათუმის სახლში" მივიდა, საიდანაც უნდა მომხდარიყო ვიდეო კამერიდან გადაღებული ჩანაწერის ამოღება, რაც პოლიციელმა დაუდევრობით ვერ მოახერხა და დააზიანა ვიდეოფაილები, რომლის აღდგენაც შემდგომში ვეღარ მოხერხდა. შსს–ს წერილში წერია, რომ პოლიციელს ეს ფაქტი არ დაუმალავს და პატაკით აცნობა მის ხელმძღვანელს. ამის შემდეგ მან მოძებნა ინციდენტის ამსახველი ალტერნატიული ვიდეომასალა, კერძოდ კი გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე "ავერსის" აფთიაქის გარე კამერიდან ამოიღო ჩანაწერი, რომელიც სამინისტრომ იმავე დღეს გაავრცელა. სამსახურებრივი შემოწმების შედეგად კი ვალერიან თელიას სამსახურებრივი გადაცდომა არ დადასტურდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება შს მინისტრმა და „საიას“ წარმომადგენელმაც გააკეთეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები