1 4 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სწრაფი გადახდის კომპანიები 4 %-იან საკომისიოს დანახარჯებს უკავშირებენ

ჩამოტვირთვა

სწრაფი გადახდის აპარატებით სატელეფონო მომსახურების ბალანსის შევსების პირობები იცვლება. დღეიდან მომხმარებლები ბალანსის შევსების საკომისიოს, რაც 4 %-ით განისაზღვრება თავად გადაიხდიან. სწრაფი გადახდის კომპანიები სატელეფონო მომსახურების ბალანსის შევსებაზე აბონენტებისთვის 4 %-იანი საკომისიოს დაწესებას "დანახარჯებს" უკავშირებენ. როგორც „თიბისი ბანკის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მაია ძირკველიშვილმა განაცხადა“ არ უნდა ვიფიქროთ ისე, რომ აქამდე საკომისიო არ არსებობდა და ის ახლა დაწესდა, უბრალოდ, ამ ხნის განმავლობაში, მას იხდიდნენ მობილური კომპანიები, რადგან სურდათ მაქსიმალურად შეეწყოთ ხელი მობილურის ბალანსის სწრაფი გადახდის აპარატებით შევსების პრაქტიკა დანერგილიყო. საკომისიოს ოდენობას თითუეული სწრაფი გადახდის კომპანია ინდივიდუალურად განსაზღვრავს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები