საზოგადოება
მარნეულში გაზგასამართი სადგური დააყაჩაღეს
2013-03-30 16:12:49
ჩამოტვირთვა
მარნეულის შესასვლელში გაზგასამართი სადგური წუხელ, ღამის ოთხ საათზე სამმა შეიარაღებულმა პირმა დააყაჩაღა. ბოროტმოქმედებმა 4 ათას ლარზე მეტი თანხა გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. პოლიციამ თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით ორ კილომეტრში დააკავა. ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და „ბ" პუნქტებით მიმდინარეობს, რაც 5-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარები