მსოფლიო
სოსო პავლიაშვილის წინააღმდეგ საქმე აღიძრა?
2013-03-30 13:52:16
ჩამოტვირთვა
რუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერლის, სოსო პავლიაშვილის წინააღმდეგ ბიზნესმენ ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამ ინფორმაციას რუსული ტელეკომპანია НТВ, მეცხრე არხზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბიზნესმენი 2012 წლის ნოემბერში მოკლეს და გავრცელდა ვერსია, რომ მკვლელობის საქმეში ფიგურირებდა სოსო პავლიაშვილი, რომელიც ადუაშვილის მეგობარი იყო.
თვითონ მომღერალი, ბრალდებებს უარყოფს და მათ აბსურდულს უწოდებს. პავლიაშვილის თქმით, ადუაშვილი მისი საუკეთესო მეგობარი იყო.
კომენტარები