1 6 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ფონდმა „ნატახტარმა“ ერთი წლის მუშაობა შეაჯამა

ჩამოტვირთვა

ფონდმა „ნატახტარმა“ თანხის შეგროვების მეორე ეტაპი დაასრულა. მეორე ეტაპზე მოზარდების დასახმარებლად 100 ათას ლაზრზე მეტი შეგროვდა. "ნატახტარისა" და ასოციაცია "ჩვენი სახლი – საქართველოს" წარმომადგენლებმა ერთობლივი პროექტი "იზრუნე მომავალზე" ერთი წლის საქმიანობა შეაჯამეს და სიახლეებზეც ისაუბრეს. ამ წელს პროექტში უკვე 15-დან 18 წლამდე ასაკის 144 ბენეფიციარი ჩაერთვება. პროექტის ფარგლებში მოზარდებს ფონდი სწავლის, მომზადებისა და ცხოვრების ხარჯებს დაუფინანსებს. სპეციალისტები თითოეულ მოზარდზე ინდივიდუალურად მუშაობენ, რათა ბავშვთა სახლის დატოვების შემდეგ ისინი დასაქმდნენ და საზოგადოებაში ინტეგრაცია შეძლონ. მოზარდების დახმარება ნებისმიერ მსურველს შუძლია. ამისათვის მხოლოდ "ნატახტარის" ლიმონათის ყიდვაც საკმარისია. თითოეული გაყიდული ბოთლიდან ფონდში 1, 3 და 5 თეთრი ირიცხება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები