მსოფლიო
პრეზიდენტი გუბერნატორებს შეხვდა
2013-03-26 13:23:06
ჩამოტვირთვა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტს ხუთი ახალი ელჩის დანიშვნის წინადადებით მიმართა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრის წარდგინების გათვალისწინებით, პარლამენტში შევიდა საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა შემდეგი კანდიდატურები:
ლიტვის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე ხათუნა სალუქვაძე; ყაზახეთის რესპუბლიკაში -ზურაბ პატარაძე; თურქეთის -ირაკლი კოპლატაძე; აზერბაიჯანის რესპუბლიკაში - თეიმურაზ შარაშენიძე და ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელის თანამდებობაზე კონსტანტინე კორკელია.
კომენტარები