საზოგადოება
ორხევის ხიდთან ქმარმა ცოლი მოკლა
2013-03-26 12:25:46
ჩამოტვირთვა
თბილისში საზარელი მკვლელობა მოხდა. ქმარმა ცოლი წამებით მოკლა, შემდეგ კი, პოლიციას ჩაბარდა. აღნიშნულ ინფორმაციას შსს-ში დაუდასტურებენ. ორხევის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქმარმა ცოლი ეჭვიანობის ნიადაგზე საკუთარ ავტომანქანაში დანით მოკლა. მოგვიანებით, ამავე მანქანით, ცხედრიანად მივიდა პოლიციაში და სამართალდამცველებს ჩაბარდა. გამოძიება მიმდინარეობს 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით. მოკლული თბილისში, ერთ-ერთ საბავშვო ბაღში აღმზრდელად მუშაობდა. ამავე ბაღში ამ დრომდე მუშაობს მოკლულის დედამთილი. აღსაზრდელთა მშობლები სამსახურიდან მის დათხოვნას ითხოვენ.
კომენტარები