1 6 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბერეზოვსკის გარდაცვალების მიზეზად ჩამოხრჩობა დასახელდა

ჩამოტვირთვა

დიდი ბრიტანეთის პოლიციამ ბიზნესმენ ბორის ბერეზოვსკის გარდაცვალების მიზეზად ჩამოხრჩობა დაასახელა. ტემზის პოლიციის განყოფილების ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად , ამ დასკვნამდე ექსპერტები ცხედრის გაკვეთის შედეგად მივიდნენ. ექსპერტიზის პირველი დასკვნით ცხედარს ძალადობის კვალი არ ეტყობა. თუმცა რამდენიმე დღეში ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის შედეგებიც გახდება ცნობილი. 67 წლის ბორის ბერეზოვსკის ცხედარი დიდ ბრიტანეთში, სურეის საგრაფოში, ქალაქ ასკოტთან მდებარე მის სასახლეში 23 მარტს აღმოაჩინეს. ბორის ბერეზოვსკი დიდ ბრიტანეთში 2001 წლიდან ცხოვრობდა, სადაც 2003 წელს პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიიღო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები