მსოფლიო
კახეთში მამაკაცმა დანით მონაზონი და არასრულწლოვანი დაჭრა
2013-03-26 12:00:53
ჩამოტვირთვა
კახეთში, სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში 37 წლის დავით შალვაშვილმა დანით ჯერ - მონაზონი, შემდეგ კი არასრულწლოვანი დაჭრა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. მონაზონს ცივი იარაღით ჭრილობა მენჯის არეში აქვს მიყენებული, 15 წლის მოზარდი კი მკლავის არეშია დაჭრილი.
მოზარდის დაჭრის ფაქტზე ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია. მას 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. გავრცელებული ინფორმაციით, დავით შალვაშვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს და აღრიცხვაზეცაა აყვანილი.
კომენტარები