საზოგადოება
სარფში დაკარგული მეთევზის ძებნა დღეს განახლდება
2013-03-25 12:03:43
ჩამოტვირთვა
სარფის სანაპიროზე დაკარგული მეთევზის ძებნა, სავარაუდოდ, რამდენიმე საათში განახლდება. გონიო-სარფის მონაკვეთზე მაშველები მთელი ღამის განმავლობაში მორიგეობდნენ, თუმცა გაუარესებული ამინდის გამო მეთევზის პოვნა ვერ მოხერხდა. დღესვე სახანძრო-სამაშველო სამსახური ზღვის ღელვის შედეგად დანაგვიანებული სანაპიროების გაწმენდასაც განაახლებს.
გუშინ აჭარის სანაპიროებზე შტორმმა, რომელიც 6 ბალამდე იყო, ბათუმის ბულვარის საფეხმავლო ბილიკი წალეკა, ასევე ქობულეთში 40 მეტრამდე ნაპირდამცავი ნაგებობა წაიღო. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სტიქიამ რეგიონს 3 მილიონ ლარამდე ზარალი მიაყენა.
კომენტარები