მსოფლიო
საქართველოში ამინდი გაუარესდება
2013-03-23 14:11:18
ჩამოტვირთვა
23-24 მარტს საქართველოში აცივდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს უფროსის მოადგილეს, ნინო წვერავას განცხადებით, დღეს დღის მეორე ნახევრიდან საქართველოში ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასები დაიწყებს შემოსვლას , რის შედეგადაც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ამინდი გაუარესდება.
დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთის ზოგიერთ რაიონებში წვიმაა მოსალოდნელი. მთებში დღეს იწვიმებს, რომელიც შემდეგ ღამით თოვლში გადაიზრდება. მაღალმთაში ზოგან მოსალოდნელია ქარბუქი.
კომენტარები