საზოგადოება
წითელას ვირუსის კიდევ 37 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
2013-03-19 12:20:50
ჩამოტვირთვა
წითელას დაავადების კიდევ 37 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, სულ საქართველოში წითელას 250 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან _ 211 თბილისში. დაავადებულთაგან 103 ჰოსპიტალიზებული იყო.
წითელას დაავადებას ცხელება, მე_4-5 დღეს კი გამონაყარი ახასიათებს. გართულების შემთხვევაში დაავადებამ შესაძლოა პაციენტის სიკვდილიც გამოიწვიოს.
წითელას გადატანის ან ვაქცინაციის შემთხვევაში ადამიანს დაავადებაზე მყარი იმუნიტეტი უყალიბდება.
კომენტარები