საზოგადოება
ბათიაშვილი შსს-ს ბევრი ამჟამინდელი თანამშრომელი, სახლში მისული, მერაბიშვილის სადღეგრძელოს სვამს“
2013-03-15 15:53:03
ჩამოტვირთვა
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბევრი ამჟამინდელი კადრი სამსახურში ახალ ხელმძღვანელობას ერთგულებას ეფიცება, სახლში მისული კი მერაბიშვილის სადღეგრძელოებს სვამს," ასე შეაფასა „სახალხო კრების" ერთ-ერთმა ლიდერმა, უშიშროების ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ბათიაშვილმა ხელისუფლების შეცვლის შემდომ შსს-ში არსებული მდგომარეობა.როგორც ბათიაშვილმა დღეს „Frontnews”-ის პრეს-კლუბში სტუმრობისას განაცხადა, „ძალოვან სტუქტურებში ყოფილი ხელისუფლების დროს დანიშნული კადრები დღემდე მაღალ თანამდებობებს იკავებენ".
კომენტარები