მსოფლიო
ვაკე-საბურთალოს გზატკეცილზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია.
2013-03-13 17:59:55
ჩამოტვირთვა
ვაკე-საბურთალოს ახალ გზატკეცილზე
საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად გადაკეტილია. ვაკე-საბურთალოს ახალ გზატკეცილზე, თამარაშვილის ქუჩის მხრიდან კლდის მასივი ჩამოწვა. ამ დროისთვის სახანძრო მანქანებიდან წყლის ჭავლის მისხმით მეხანძრეები კლდის ჩამორეცხვას ცდილობენ. ამასთან, მიმდინარეობს ჩამოშლილი კლდოვან-ქვიშიანი მასალის ადგილიდან გატანა. აღნიშნულის გამო, გზატკეცილზე ორივე მიმართულებით მოძრაობა დროებით გადაკეტილია. მაშველების ვარაუდით, სავარაუდოდ, ავტომობილების მოძრაობა ერთი საათის შემდეგ აღდგება.
კომენტარები