1 6 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სტუდენტების სოლიდარობა აგრარულ უნივერსიტეტს - თბილისში საპროტესტო აქციები იწყება

ჩამოტვირთვა

თბილისში სტუდენტთა საყოველთაო აქციები იწყება. ახალგაზრდების პროტესტი გიორგი მარგველაშვილის უწყების მიერ აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმებამ გამოიწვია. აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები დღეს ორ საათზე აქციას გამართავენ. თანატოლების პროტესტს დედაქალაქში არესებული თითქმის ყველა უმაღლესი სასწავლებელი იზიარებს და აქციას უაერთდება. როგორც აქციაში მონაწილეები განმარტავენ, საქართველოს სტუდენტობა აგრარულ უნივერსიტეტთან დაკავშირებით "უსამართლობას და პოლიტიკურ ზეწოლას გააპროტესტებს". როგორც ცნობილია, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები ჯერ თავიანთ უნივერსიტეტებთან შეიკრიბებიან და მცირე აქციას გამართავენ, 14:00 საათისთვის კი, განათლების სამინისტროსთან გადაინაცვლებენ, სადაც ერთობლივი მიტინგი ჩატარდება. აქციაში თავისუფალი უნივერსიტეტის, აგრარული უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერისიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის, GAU–ს (ქართულ–ამერიკული უნივერსიტეტის), სამხატვრო აკადემიის და სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები