1 6 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ელექტრო ეტლები მეტი დამოუკიდებლობისთვის

ჩამოტვირთვა

ეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი ელექტრო ეტლია. მისი დახმარებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები გადაადგილებას უკეთ შეძლებენ. ელექტრო ეტლები ჩვეულებრივ ეტლებთან შედარებით ბევრად მსუბუქი, მოსახელხებელი და ხარისხიანია. ამ ელექტრო ეტლებს კი თბილისში აწყობენ. კაიროს ქუჩაზე სპეციალური საწარმოა, სადაც ამ ეტლებს აწყობენ. საწარმო USAID–ის მიერ დაფინანსებული პროექტის საშუალებით დაარსადა. აქ ეტლებთან ერთად ხელჯოხებს, პანდუსებსა და სხვა მოწყობილობებს ადგილზე თავად შეზღუდული შესაძლებლობების პირები აწყობენ. საწარმო დღეს აშშ–ს ელჩმა და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ დაათვალიერეს. საწარმოში სტუმრობის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრომ ეტლების შეძენის სურვილიში გამოთქვა. ღონისძიება კოალიცია „დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“ და „ნეიროგანვითარების ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა. ახალი ელექტრო ეტლების ყიდვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, მათი ფასი 4000 ლარია. რიჩარდ ნორლანდი მიუხედავად დიდი სირთულეებისა, ქართველი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ძალიან მამაცები, წარმატებულები და ოპტიმისტები არიან. თუმცა აუცილებელია რომ მოხდეს მათი საზოგადოებაში სრულად ინტეგრირება. ელექტრო ეტლის დახმარებით კი ისინი მეტად დამოუკიდებლები გახდებიან. ამიტომაც მივესალმები ამ პროექტის განხორციელებას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები