1 6 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნარკოტიკის რეალიზაციისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.

ჩამოტვირთვა

თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს მე-4 განყოფილების თანამშრომლებმა, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ნარკოტიკის რეალიზაციისთვის, წარსულში ნასამართლევი ალექსანდრე დ. დააკავეს. ნარკოდანაშაულისთვის ასევე დაკავებულები არიან გიორგი ქ, ირაკლი ლ. და ოთარ გ. ძიებით გაირკვა, რომ დაკავებულებმა ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანა” ნარკორეალიზატორ ალექსანდრე დ-სგან შეიძინეს. დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. გამოძიება ალექსანდრე დ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე–3 ნაწილით, ოთარ გ–ს მიმართ 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო დანარჩენი დაკავებულების მიმართ კი 260-ე მუხლის 1–ლი ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები