საზოგადოება
დეპუტატ ლევან ბეჟაშვილის მძღოლი პოლიტიკური მოტივით სცემეს
2013-03-12 14:26:16
ჩამოტვირთვა
სიღნაღის რაიონის სოფელ ჯუგაანში 36 წლის მამუკა აბულაშვილი რამდენიმე პირმა სცემა. დაზარალებულის თქმით, მისი ცემა პოლიტიკური მოტივით მოხდა რადგან ის წინასაარჩევნო პერიოდში უმცირესობის წევრ ლევან ბეჟაშვილთან მძღოლად მუშაობდა. ამასვე ადასტურებს თავად ლევან ბეჟაშვილი.
ამ დროისთვის დაზარალებული სხეულის დაზიანებებით წნორის "არქიმედეს" კლინიკაშია მოთავსებული. საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, პიოლიციამ ორი პირი უკვე დააკავა.
ირკვევა, რომ ერთ-ერთი მათგანი სოფელ ბოდბისხევის ახლად დანიშნული გამგებელი ჯონდო გელაშვილია.
კომენტარები