1 6 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვინ ახდენს ზეწოლას სსმ-ზე ?

ჩამოტვირთვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი გიორგი მელაძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს დავით უსუფაშვილს და თინა ხედშელს მაუწყებლობის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მელაძემ დრეს „პირველი რადიოს“ რადიო -კლუბში ჟურნალისტებთან განაცხადა . საზოგადობერივი სამეურვეო საბჭოს სწორედ ის ინსტიტუტია, რომელიც პოლიტიკური გადაწყვეტილებების გარეთ დგას, რადგან მას აქვს დამოუკიდებლობის მყარი გარანტიები არსებული კანონმდებლობით განაცხადა მელაძემ და მიმართა საერთაშორისო ორგანიზაციებს რათა დააკვირდნენ სსმ მიმდინარე მოვლენებს და დაიცვან მაუწყებელი პოლიტიკური გავლენებისაგან. საპარლამენტო უმრვალესობის ერთ ერთ წევრი ანი მიროტაძე კატეგორიულად უარყოფს სსმ სამეურვეო საბჭოს ერთ ერთი წევრის გიორგი მელაძის ბრალდებებს ახალი ხელისუფლების მხრიდან საზოგადოებრივ მაუწყებელზე პოლიტიკური გავლენების მოპოვების სურვულის შესახებ. ანი მიროტაძის თქმით მმართველი გუნდი მზად არის კანონში ცვლილებების შეტანამადე უმცირესობათან გაიაროს კონსულტაციები. უმრავლესობის წევრმა მიროტაძემ დღესვე კომენტარი სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების ახალი წესის შესახებაც გააკეთა, მისი თქმით საბჭოს ახალი წევრების არჩევა მხოლოდ მას შემდეგ უნდა მოხდეს, რაც მოქმედ ბორდს ვადა ამოეწურება და მათ უფლებამოსილება ვადამდე არ უნდა შეუწყდეთ. მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტს პარლამენტში მიმდინარე კვირაში განიხილავენ. არ არის გამორიცხული, იგი ბიუროს დღევანდელ სხდომაზეც დარეგისტრირდეს.პროექტის მიხედვით, მაუწყებლობის კანონში ბევრი ცვლილება შედის, მათ შორის იცვლება სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების წესი. ცვლილებების მიხედვით, სამეურვეო საბჭოს წევრობის 3 კანდიდატს საპარლამენტო უმრავლესობა, 3-ს კი უმცირესობა წარადგენს, 2 წევრის წარდგენის უფლება ექნება სახალხო დამცველს, ერთი წევრი კი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი იქნება. საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის წევრები განსხვავებულად აფასებენ კანონპროექტს. გიორგი კანდელაკის განცხადებით, დაუშვებელია ბორდის შემადგენლობის შეცვლა. ეკა ბესელიას თქმით, კანონპროექტის განხილვა მოკლე ვადაში მოხდება. მისი განმარტებით, პარლამენტი საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქციონირებაში მხოლოდ საკანონმდებლო დონეზე ჩაერევა. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე ღია კონკურსია გამოცხადებული.საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე ამ დროისთვის გამოქვეყნებულია 11 განაცხადი. სწორედ ამდენმა ადამიანმა გამოთქვა კონკურსში მონაწილეობის სურვილი. განაცხადების მიღება 14 მარტის ჩათვლით არის შესაძლებელი. შეგახსენებთ რომ პარალელურად, სასამართლოს მიმართავენ ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი და საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი ხათუნა ბერძენიშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები