1 6 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აბრებზე წარწერების ქართულ ენაზე შესრულება კანონით სავალდებულო ხდება

ჩამოტვირთვა

აბრებზე დატანილი წარწერების ქართულ ენაზე შესრულება კანონით სავალდებულო ხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ფიზიკური თუ იურიდიული პირების ადმინისტრაციული წესით დასჯას გამოიწვევს. რეკლამის შესახებ" კანონში და "ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსში" შესატანი ცვლილების პროექტი პარლამენტს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა ზურაბ ტყემელაძემ შესთავაზა. "რეკლამის შესახებ" კანონში ტერმინის "აბრა" განმარტება შემოდის და მასში ისიც იწერება, რომ აბრა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე სახელმწიფო ენაზე ვრცელდება. როგორც კანონმდებელი განმარტავს არ გამოირიცხება,აბრაზე დატანილი წარწერა ქართულ ენასთან ერთად, სხვა უცხო ენაზეც შესრულდეს. ამავე ცვლილებების გათვალისწინებით, აბრის დაკვეთისა და მისი განთავსებისთვის დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში, ფიზიკური და იურიდიული პირები თავდაპირველად გაფრთხილებას მიიღებენ. იგივე ქმედების განმეორების შემთხვევაში კი, ეს გამოიწვევს ფიზიკური პირის - 200 ლარით, ხოლო იურიდიული პირის - 300 ლარის ოდენობით დაჯარიმებას. საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები