1 8 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

პრეზიდენტი გიზი ამირეჯიბის ოჯახს სამძიმარს უცხადებს

ჩამოტვირთვა

საქართველოს პრეზიდენტი ქართველი პიანისტისა და საზოგადო მოღვაწის, გიზი ამირეჯიბის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. სამძიმრის წერილი მიხეილ სააკაშვილის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. "ბატონი გიზი მრავალი ქართველი პიანისტის აღმზრდელია. იგი განუმეორებელი ნიჭითა და სიყვარულით ასრულებდა თითოეულ ნაწარმოებს, რაც სამუდამოდ დარჩება მისი ერთგული მსმენელის მეხსიერებაში. გიზი ამირეჯიბის სახელს უკავშირდება ქართული მუსიკის პოპულარიზაცია საზღვარგარეთ. იგი ბევრი ქართული საფორტეპიანო ნაწარმოების პირველი ინტერპრეტატორია. სამძიმარს ვუცხადებ ბატონი გიზის ოჯახის წევრებს და გულითადად ვიზიარებ მისი გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილსა და მწუხარებას", - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის სამძიმრის წერილში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები