საზოგადოება
შსს-მ დიდი ოდენობით უაქციზო საქონელი ამოიღო
2013-03-11 11:38:33
ჩამოტვირთვა
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის რეალიზაციის ბრალდებით, 1976 წელს დაბადებული ანგელინა გ, 1956 წელს დაბადებული ალექსანდრე ი. და 1964 წელს დაბადებული გიორგი ა. დააკავეს.
სამართალდამცველებმა ანგელინა გ-ს დის კუთვნილი საცავიდან სარეალიზაციოდ გამზადებული, 70 ათას ბოთლზე მეტი, სხვადასხვა დასახელების უაქციზო სპირტიანი სასმელი ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის (მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება-შენახვა-რეალიზაცია-გადაზიდვა) მე–2 და მე–3 ნაწილით მიმდინარეობს.
კომენტარები