1 8 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ახალქალაქში მოქალაქემ იარაღი ნებაყოფლობით ჩააბარა

ჩამოტვირთვა

შსს-ს ახალქალაქის პოლიციის რაიონულ სამმართველოში, ახალქალაქის რაიონის სოფელ არაგვაში მცხოვრებმა, 1964 წელს დაბადებულმა ღაზაროზ უ-მ საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით წარმოადგინა და ჩააბარა: 1 ტანკსაწინააღმდეგო და 1 „ერ-გე-დე"-ს ტიპის ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 10 მჭიდი, ავტომატური იარაღისა და მსხვილკალიბრიანი შაშხანის 1000-მდე ვაზნა და 1 ცალი „ბე-ემ" 22 ტიპის ფეთქებადი რაკეტა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები