მსოფლიო
ახალქალაქში მოქალაქემ იარაღი ნებაყოფლობით ჩააბარა
2013-03-09 12:08:25
ჩამოტვირთვა
შსს-ს ახალქალაქის პოლიციის რაიონულ სამმართველოში, ახალქალაქის რაიონის სოფელ არაგვაში მცხოვრებმა, 1964 წელს დაბადებულმა ღაზაროზ უ-მ საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით წარმოადგინა და ჩააბარა: 1 ტანკსაწინააღმდეგო და 1 „ერ-გე-დე"-ს ტიპის ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 10 მჭიდი, ავტომატური იარაღისა და მსხვილკალიბრიანი შაშხანის 1000-მდე ვაზნა და 1 ცალი „ბე-ემ" 22 ტიპის ფეთქებადი რაკეტა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
კომენტარები