1 8 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ბოდიშს გიხდით" - ქართველმა ბიზნესმენებმა ონიშენკოს წერილი გაუგზავნეს

ჩამოტვირთვა

როგორც გამოცემა „როსბალტ.რუ“ წერს, ონიშენკოს უწყებამ წერილობითი ბოდიში მიიღო ქართულ-რუსული ეკონომიკური თანამშრომლობის ცენტრისგან მას შემდეგ, რაც საქართველოში როსპოტრებნადზორის ექსპერტების ვიზიტს მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა. საქართველოს პრეზიდენტის გამოხმაურებას ბოდიშის ავტორი ქართველი ბიზნესმენები „წაგებული პოლიტტერორისტის ბოდვას“ უწოდებენ და აცხადებენ, რომ სააკაშვილის გამონათქვამებით თავადაც შეურაცხყოფილები არიან. საინტერესოა, რომ ქართულ-რუსული ეკონომიკური თანამშრომლობის ცენტრის წარმომადგენლებს შეურაცხყოფილად თავი არ უგრძვნიათ მაშინ, როცა ონიშენკომ განაცხადა, რომ ქართული ღვინო რუსულ ბაზარზე მხოლოდ მას შემდეგ დაბრუნდება, რაც ქართველები აღარ იქნებიან ისეთი „მუქთახორები“ როგორებიც მანამდე იყვნენ. შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა როსპოტრებნადზორის ექსპერტების საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ქართული ღვინის ხარისხს შემოწმება არ სჭირდება და ამდენად, ის ვერ ხედავს რუსი ექსპერტების საქართველოში ჩამოსვლის აზრს. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ქართველი ჩინოვნიკები „უკანა ფეხებზე დგანან, ღვინის საწარმოების წარმომადგენლები ხელის კანკალით უსხამენ მათ ღვინოს, უყურებენ მათ რეაქციას - მოსწონთ თუ არა“, და დასძინა, რომ ეს სიტუაცია რუსი მწერლის ნიკოლოზ გოგოლის ნაწარმოებს „რევიზორს“ აგონებს: „ჩვენთან მოდის რევიზორი. რა სურს რუს ჩინოვნიკს, ყველამ იცის. ჩაუდე ჯიბეში ორი კაპიკი და წავლენ ბედნიერები. თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ ისინი შესამოწმებლად ჩამოვიდნენ?!“,- განაცხადა პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები