საზოგადოება
ხაჩიძე : წულუკიანს იურიდიული განათლება არ აქვს
2013-03-06 15:07:17
ჩამოტვირთვა
იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს არც ფორმალურად და არც არსობრივად იურიდიული განათლება არ აქვს, - ეს განცხადება საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გოგა ხაჩიძემ დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა.
ხაჩიძის თქმით, თეა წულუკიანის მიერ წარმოდგენილ დიპლომებში არსად არ არის ნახსენები, რომ მას მიღებული აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება.დეპუტატი მიიჩნევს, რომ შექმნილი მდგომარეობა უხერხულ მდგომარეობაში აყენებს როგორც მთავრობას, ასევე საკანონმდებლო ორგანოსაც. მისი თქმით, მაშინ, როდესაც პარლამენტი მთავრობას ამტკიცებდა, არავის უფიქრია, რომ შესაძლებელი იყო მსგავსი კანონდარღვევა აღმოჩენილიყო და ეს არ არის შეგნებული კანონდარღვევა. ხაჩიძე მიიჩნევს, რომ სამი გამოსავალი არსებობს.
კომენტარები