მსოფლიო
მთავარმა პროკურატურამ მელნიკოვის ექსტრადირებისათვის საჭირო პროცედურები დაასრულა
2013-03-06 14:36:19
ჩამოტვირთვა
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის ოლეგ მელნიკოვის უკრაინიდან საქართველოში ექსტრადირებისათვის საჭირო პროცედურები უკვე დაასრულა და უკრაინულ მხარეს ყველა დოკუმენტი გადაუგზავნა .პროკურატურაში აცხადებენ, რომ მელნიკოვის ექსტრადიციაზე პასუხი ჯერ არ მიუღიათ, თუმცა მისი საქართველოში გადმოყვანა ოფიციალური წერილის მიღებისთანავე გახდება შესაძლებელი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანზე ქართულ მხარეს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული. მელნიკოვი 2012 წლის 7 დეკემბერს უკრაინელმა სამართალდამცველებმა კიევში დააპატიმრეს. ამ დროისათვის ოლეგ მელნიკოვი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.
კომენტარები