1 8 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„იზრუნე მომავალზე“ ნატახტართან ერთად

ჩამოტვირთვა

სოფელ წილკანიდან თბილისამდე. გზა რომელსაც შავლეგი ყოველ დღე გადის. რამდენიმე წლის წინ მას დიღმის ბავშვთა სახლის დატოვება მოუწია. შემდეგ საცხოვრებლად სოფელ წილკანში გადავიდა. დღესაც ბავშვთა სახლში ცხოვრობს. ამხელა გზას ყოველდღე იმიტომ გადის რომ ოცნება აიხდინოს და სასურველ პროფესიას დაეუფლოს. ამ ოცნების ახდენაში კი მას ფონდი „ნატახტარი“ ეხმარება. პროფესიულ სასწავლებელ „მერმისში“ მის სწავლას სწორედ ფონდი აფინანსებს. რამდენიმე თვეში შავლეგ რთველიაშვილი ვებ–დიზაინერის პროფესიას სრულად დაეუფლება, თუმცა მანამდეც მნიშვნელოვანი შედეგები აქვს. მიუხედავად იმისა რომ აქამდე კომპიუტერთან შეხება არ ჰქონია, ვებ–გვერდების შექმნა ადვილად აითვისა და სხვადასხვა კონკურსებშიც წარმატებით მიიღო მონაწილეობა. ახლა ის თავის ჯგუფში ყველაზე ნიჭიერ და პერსპექტიულ მოსწავლედ ითვლება. 18 წლის შავლეგი მხოლოდ ერთ–ერთია იმ 72 ბავშვიდან, რომლებიც ფონდ „ნატახტარის“ პროექტში არიან ჩართულები. „იზრუნე მომავალზე“ – ასე დაარქვეს პროექტს, რომელიც მხოლოდ ერთი წელია რაც ხორციელდება, თუმცა არაერთი ბავშის გაბედნიერება და მათზე ზრუნვა უკვე შეძლეს. მთავარი მიზანიც ეს იყო. დახმარებოდნენ მოზარდებს განათლების მიღებაში, სხვადასხვა პროფესიისა თუ ხელობის შესწავალაში, მხოლოდ იმიტომ რომ ბავშვთა სახლის დატოვების შემდეგ მათ თავი რეალიზებულად და ადაპტირებულად ეგრძნოთ. ჰქონოდათ საკუთარი საქმე და შემოსავალი, რათა უკვე სრულწლოვნები ქუჩაში არ დარჩენილიყვნენ. პროექტს ფონდი ნატახტარი ასოციაცია „ჩვენ სახლს საქართველოსთან“ ერთად ახორციელებს. ასოციაციის ფსიქოლოგები თითოეულ ბავშვთან ინდივიდუალურად მუშაობენ, იგებენ მათ ინტერესებს, მიზნებსა და შესაძლებლობეს, ამის შემდეგ თითოეულ ბავშვზე კონკრეტული პროგრამა მუშავდება. მათი სურვილიდან და ფსიქოლოგთა რჩევიდან გამომდინარე ნაწილი სწავლას იწყებს, ნაწილიც სხვადასხვა ხელობას ეუფლება. სწავლის დასრულების შემდეგ აღსაზრდელებს სტაჟირების გავლის საშუალებაც ეძლევათ. ამ ეტაპზე 13–მა მზრუნველობა მოკლებულმა ბავშვმა სხვადასხვა დაწესებულებაში უკვე გაიარა სტაჟირება, მათგან ნაწილი დაასაქმეს კიდეც. მზრუნველობა მოკლებული ბავშვებისთვის თანხა ნატახტარის ლიმონათის გაყიდული ბოთლებიდან გროვდება. ყოველი ბოთლიდან ფონდში 1, 3 და 5 თეთრი ირიცხება. პროექტის პირველ ეტაპზე 142 ათასზე მეტი ლარი შეგროვდა. სწორედ ამ თანხით დანანსდა ბავშვების სწავლა და ნებისმიერი ხარჯი. ახლა უკვე თანხის შეგროვების მეორე ეტაპიც დასრულდა. მას შემდეგ რაც შეგროვებულ ფულს დათვლიან, სხვა აღსაზრდელებსაც ჩართავენ პროექტში. მეორე ეტაპზე 150–მდე ბავშვთან მუშაობაა დაგეგმილი. თუ თქვენ მზრუნველობა მოკლებული ბავშვების დახმარება ყოველთვის გსურდათ, თუმცა აქამდე ამის საშუალება არ გქონიათ, ახლა ამაზე ფიქრი აღარ მოგიწევთ. თქვენს მიერ ნაყიდი ნატახტარის ლიმონათის ყოველი ბოთლიდან გარკვეული თანხა ფონდში გადაირიცხება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები