1 8 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რა მოხდა ქსნის №15 ციხეში?

ჩამოტვირთვა

ქსნის №15 დაწესებულების პატიმრები "გურია ნიუსს" დაუკავშირდნენ და განაცხადეს, რომ სამეურნეო ნაწილის პატიმრებმა ბლაგვი საგნით თვით დაზიანება მიიყენეს. პატიმრები ციხეში ჟურნალისტების შესვლას ითხოვდნენ. ასევე, როგორც პატიმრებმა განაცხადეს, თვითდაზიანების მიყენების შემდეგ, ქსნის №15 ციხეში შევიდა 2 ადამიანი, რომლებმაც თავი მონიტორინგის ჯგუფის წევრებად გააცნეს. მათ სასჯელეღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირების მაია ხასიას და ლალი მოროშკინას ციხეში მოსვლა თხოვეს, რაზეც უხამსი პასუხი მიიღეს. პატიმრების განცხადებით, ისინი ქსნის №15 ციხეში ყოფილი დირექტორის, ნუკრი ხუხუას გათავისუფლებას აპროტესტებენ. "გურია ნიუსს" პატიმრები ღამის 5 საათამდე უკავშირდებოდნენ და ითხოვდნენ ადგილზე გავცნობოდით ვითარებას. გამომდინარზე იქედან, რომ ჟურნალისტებს ციხეში შესვლა აკრძალული გვაქვს, პატიმრების თხოვნით მონიტორინგს ვერ განვახორციელებდით. პატიმრების მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადასამოწმებლად "გურია ნიუსი" წუხელ ღამით ეცადა, სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილთან დაკავშირებას. რომელსაც ვერ დაუკავშირდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები