1 8 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რა გახდა ბარათაშვილის გადაყენების მიზეზი?

ჩამოტვირთვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ბორდმა თანამდებობიდან 6-საათიანი მსჯელობის შემდეგ ოფიციალურად გადააყენა.საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი საქართველოში გამთენიისას დაბრუნდა. მან კომენტარი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააკეთა. ბარათაშვილმა სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას უსამართლო უწოდა. გიორგი ბარათაშვილი დღეს ბრიფინგს გამართავს და საზოგადოებას თავის გეგმებს გააცნობს. საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი ხათუნა ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ სამეთვალყურეო საბჭომ სამართლიანი და სწორი გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ ბერძენიშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილი სამეურვეო საბჭოს უნდობლობას უცხადებს. მაუწყებლის მეორე არხის პროდიუსერი დოდო შონავა პარლამენტს მიმართავს, რომ დაუყოვნებლივ განიხილოს კანონში ცვლილება საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით. გოგა ჩართოლანის თქმით, მისთვის გაუგებარია ის პუნქტები, რის გამოც სამეურვეო საბჭომ ბარათაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. მისივე განცხადებით, თანამშრომლების უმრავლესობისთვის გაუგებარია, თუ რაში მდგომარეობს კრიზისი. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი ბაქრაძე დაინიშნა.როგორც სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან გახელაძემ "პირველ არხთან" საუბრისას განმარტა, გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის საქმიანობის ვადა გენერალური დირექტორის დანიშვნამდე განისაზღვრება სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ინფორმაციით, საბჭოს კანონი ავალდებულებს, რომ ახალი გენერალური დირექტორი 4 აპრილამდე დანიშნოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები