1 8 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

გაგა მკურნალიძე დანაშაულს აღიარებს

ჩამოტვირთვა

პატიმართა წამებაში ბრალდებული სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი გაგა მკურნალიძე ბრალს აღიარებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოში გამართული 17 პირის წინასასამართლო სხდომის შემდეგ, მკურნალიძის ადვოკატმა კობა ამბარდნიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, გაგა მკურნალიძე დანაშაულს აღიარებს და ეს დაადასტურა დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზეც, თუმცა, მიუთითებს, რომ რეჟიმის მსხვერპლია. წინასასამართლო სხდომა 17 ბრალდებულის საქმეზე, რომლებსაც ბრალად პატიმართა წამება და არაადამიანური მოპყრობა ედებათ, 6 მარტს გაგრძელდება. ადვოკატების განცხადებით, პროცესის გადადების შუამდგომლობა პროკურატურამ მოითხოვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები