1 8 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

რიჩარდ ლომგულის გულს გამოკვლევა ჩაუტარეს

ჩამოტვირთვა

ინგლისის ლეგენდარული მეფის, რიჩარდ ლომგულის გული სპეციალური ბალახებით და სანელებლებით იყო ბალზამირებული- ეს ფაქტი ფრანგმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს. "ჯვაროსნული ლაშქრობების დროს მას სისასტიკისთვის აკრიტიკებდნენ. ამიტომ, როდესაც მეფე გარდაიცვალა, მის სხეულს, განსაკუთრებით კი გულს, სიფრთხილით ეპყრობოდნენ. შემთხვევითობა არ არის, რომ მეფის გული ამ ბალახეულობაში და სანელებლებში დააბალზამირეს. იმ დროს ეგონათ, რომ ამ მეთოდით ადამიანი სამოთხეში უფრო სწრაფად მოხვდებოდა" - განაცხადა ექსპერტმა. რიჩარდ ლომგული 1199 წელს საფრანგეთში გარდაიცვალა, მისი სხეული ფონტევრაუდის სააბატოში დაასაფლავეს, თუმცა, გული 300 კილომეტრის დაშორებით, როუენის საკათედრო ტაძარში შეინახეს. ეს ყველაზე "ძველი" გულია, რომლის შესწავლის საშუალება მეცნიერებს ოდესმე ჰქონიათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები