1 8 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

საქართველოში 6-7 მარტს ყინვებია მოსალოდნელი

ჩამოტვირთვა

საქართველოში 6-7 მარტს ყინვებია მოსალოდნელი. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოიდარებს, თუმცა 3 მარტს დღის მეორე ნახევარში ამინდი გაუარესდება და იწვიმებს; 4 და 5 მარტს საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი. ამასთან, 6 მარტს და 7 მარტის ღამით ყინვა დაფიქსირდება. 8 მარტიდან კი დათბება და ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს. 4 მარტის ჩათვლით საქართველოში საშუალო ტემპერატურა 8-10 გრადუსი იქნება, ღამით _ 4-6 გრადუსი. 5 მარტს მოსალოდნელია 4-6 გრადუსამდე სითბო. 6-7 მარტს დასავლეთ საქართველოში ღამით ზოგან მოსალოდნელია -2;-3 გრადუსი ყინვა; დღისით 8-10 გრადუსი სითბო. ამასთან, აღმოსავლეთ საქართველოში უფრო ეციება. 6 მარტს დღისით იქნება 6-7 გრადუსი, ღამით _ -4 გრადუსი ყინვა. 7 მარტს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონებში შესაძლოა იყოს ყინვა -7 გრადუსამდე. თბილისში 7 მარტის ღამით მოსალოდნელია -3 გრადუსი ყინვა. 8 მარტიდან დათბება, დასავლეთ საქართველოში შესაძლოა 17 გრადუსამდე აიწიოს ტემპერატურამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები