საზოგადოება
ჩვილთა 26-ე საყოველთაო ნათლობა 3 მარტს გაიმართება
2013-03-01 12:58:57
ჩამოტვირთვა
ჩვილთა 26-ე საყოველთაო ნათლობა 3 მარტს, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება. მოსანათლი ჩვილების სიმრავლის გამო, ნათლობა ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე პატრიარქის ნათლული კიდევ 400 ჩვილი გახდება. ნათლობისთვის რეგისტრაცია სულ 800-მა პატარამ გაიარა. მეორე ეტაპისთვის ნათლობის თარიღი ჯერ დაზუსტებული არ არის. ნათლობა სამების ტაძარში დღის მეორე ნახევარში დაიწყება. მონათლულებს საჩუქრად ჯვარი, ნათლობის მოწმობა, სანთლები და სახარება გადაეცემათ. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე ტაძარში ნათლობის დასრულების შემდეგ მიბრძანდება და ნათლულებს დალოცავს. ამ დროისთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ნათლული 13 912 ბავშვია. ისინი ჯვარდაწერილი წყვილების ოჯახში მესამე და შემდეგი შვილი არიან.
კომენტარები