1 8 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

რამაზ ჩხიკვაძეს დღეს 85 წელი შეუსრულდებოდა

ჩამოტვირთვა

საქართველოს სახალხო არტისტს რამაზ ჩხიკვაძეს დღეს 85 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, რამაზ ჩხიკვაძის სახელობის ფონდი "ბერიკა", საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი, საქართველოს ეროვნული არქივი და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავენ. თავდაპირველად საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში რამაზ ჩხიკვაძის ბიუსტის გახსნის ცერემონია გაიმართება. ბიუსტის ავტორი მოქანდაკე გურამ პიპინაშვილია. დღესვე საქართველოს ეროვნულ არქივში რამაზ ჩხიკვაძის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება. დაგეგმილია ასევე დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში მსახიობის საფლავზე გასვლა. დღის ბოლოს რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ დარბაზში მსახიობისადმი მიძღვნილი საღამოც გაიმართება, სადაც მას კახი კავსაძე, ნანა ფაჩუაშვილი, ჯემალ ღაღანიძე და რობერტ სტურუა გაიხსენებენ. რამაზ ჩხიკვაძე 1928 წლის 28 თებერვალს თბილისში დაიბადა. მსახიობი 83 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ 2011 წლის 17 ოქტომბერს გარდაიცვალა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები