1 8 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მერაბიშვილი: „რაბათის“ კომპლექსი „მკვდარ ქალაქად“ არის ქცეული

ჩამოტვირთვა

ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი სანახაობა, დღეს "მკვდარ ქალაქად" არის ქცეული, - ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი საკუთარი ფეისბუქის გვერდზე ,,რაბათ"-ის კომპლექსთან დაკავშირებით წერს. ,,გასულ კვირას, "რაბათ"-ის კომპლექსის დათვალიერების შემდეგ, პირველი შთაბეჭდილება რაც დამრჩა, იყო განცდა, რომ ადგილი, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი სანახაობა იყო, დღეს ფაქტიურად "მკვდარ ქალაქად" არის ქცეული. დღეს სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის და მისი თანამშრომლების წინააღმდეგ, ხოლო დახურული ობიექტების წარმომადგენლებს დაკითხვაზე მოუწიათ მისვლა და იმის ახსნა, თუ რატომ სარგებლობდნენ ისინი შეღავათიანი პირობებით, რომლის მიხედვითაც მათ 2013 წლის მაისამდე იჯარის და კომუნალური მომსახურების გადასახადების გადახდა არ უწევდათ. რაც შეეხება ერთადერთ დარჩენილ რესტორანს "მესხური სახლს", მის მენეჯერს სოფო გორდაძეს და 3 მიმტანს პროკურატურა ჯგუფურად წინასწარ ორგანიზებულ თავდასხმაში ადანაშაულებს და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორ ვანო წიკლაურის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებს. ის ფონი, როდესაც პროკურატურას სისხლის სამართლის საქმეები აქვს აღძრული ადგილობრივი გამგებლის, გამგეობის თანამშრომლების და რესტორნის მომსახურე პერსონალის წინააღმდეგ, ჩემი აზრით წარმოადგენს "რაბათ"-ის კომპლექსის ტურისტებისგან დაცარიელების მთავარ მიზეზს", - ნათქვამია მერაბიშვილის წერილში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები