საზოგადოება
პატრიარქმა რუსეთის სანიტარული სამსახურის წარმომადგენლები მიიღო
2013-02-27 17:51:29
ჩამოტვირთვა
საპატრიარქო რეზიდენციაში საქრთველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს რუსეთის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები მიიღო.
პატრიარქმა რუსეთის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე კმაყოფილებით აღნიშნა, რომ ქართული ღვინო და წყალი რუსეთის ბაზარზე გავა. უწმინდესი მიიჩნევს, რომ ეს ფაქტი თავის წვლილს შეიტანს ქვეყნებს შორის არსებული რთული ურთიერთობის დარეგულირებაში.
კომენტარები