1 8 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ქუთაისში ქალბატონმა თავის დაწვა სცადა

ჩამოტვირთვა

ქუთაისში, ნიკეას დასახლებში მცხოვრებმა ვერა ხარაბაძემ თავის დაწვა სცადა. ქალბატონმა ბენზინი გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა. ინციდენტის შედეგად ის და მისი ორი დისშვილი მრავლობითი დამწვრობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხარაბაძის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა ექიმების განცხადებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თვითმხილველების განცხადებით, ხარაბაძემ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საპატრულო პოლიციელები მის საცხოვრებელ სახლში მივიდნენ და ბინიდან გასახლება მოსთოხვეს. არსებული ინფორმაციით, ვერა ხარაბაძემ ბინა კერძო იპოთეკართან ორი წლის წინ დააგირავა, ახლა კი საფასურის გადახდას ვეღარ ახერხებს. საუბარია 47 ათას დოლარზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები