1 8 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"იზვესტია"- მოსკოვში მზად არიან, ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ

ჩამოტვირთვა

მოსკოვში მზად არიან, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ. ამის შესახებ რუსული "იზვესტია" რუსეთის მთავრობის ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს. რუსული გამოცემის ცნობით, საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხი ახალ დონეზე ადის, რასაც მოწმობს ორმხრივი მოლაპარაკებების აქტივიზაცია და ის შეხვედრა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, გრიგორი კარასინი მიმდინარე კვირის ბოლოს პრაღაში გამართავენ. სტატიაში მოყვანილია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის გუშინდელი განცხადება, რომ რუსეთი მზად არის, საქართველოსთან კავშირები გააფართოვოს. აქვე აღნიშნულია, რომ საქართველოს პრემიერი ბიძინა ივანიშვილი და მისი რუსი კოლეგა დიმიტრი მედვედევი ერთმანეთს დავოსში, ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში რამდენიმე წუთით გაესაუბრნენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები