1 8 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თევდორაძე - "ნაციონალს" აყვანილი შვილის საიდუმლოს გამხელით აშანტაჟებენ

ჩამოტვირთვა

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გია თევდორაძის განცხადებით, სამტრედიაში, „ნაციონალების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელზე ავთო სტურუაზე ზეწოლა მიმდინარეობს. თევდორაძის თქმით, მას შემდეგ რაც სტურუა შტაბის ხელმძღვანელად დაინიშნა, მასზე ზეწოლები ხორციელდებოდა. ხოლო „ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ის პერმანენტულად დაიბარეს ხან პროკურატურაში და ხან საფინანსო პოლიციაში აბსურდულ საქმეებთან დაკავშირებით. უნდათ რომ მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინონ და ერთგვარი დისკომფორტი შეუქმნან,“ - ამბობს თევდორაძე. დეპუტატი აღნიშნულ ფაქტს მიმდინარე წლის 27 აპრილს დანიშნულ შუალედურ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებს. არჩევნები იმერეთში ორ, სამტერედიისა და ბაღდათის ოლქებში გაიმართება. „ნაციონალების“ საარჩევნო შტაბის უფროსის მიმართ ზეწოლის გარდა, თევდორაძემ სამტრედიის საკრებულოს ერთ-ერთ დეპუტატზე მიმდინარე მუქარებიც გააჟღერა. „საკრებულოს ერთ-ერთ წევრზე ხდება ზეწოლა ძალიან უზნეო საფუძვლით. ამ ადამიანს შვილი ჰყავს აყვანილი. დეპუტატს შემოუთვალეს, რომ თუ არ შეიცვლის პოზიციას, მის ვინაობას გაამხელენ,“ - ამბობს თევდორაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები