1 8 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

კახა ბროკიშვილმა ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის" დატოვა

ჩამოტვირთვა

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ კახა ბროკიშვილმა დატოვა. მან ოფიციალური განცხადება ფრაქციიდან წასვლის შესახებ სამდივნოში გუშინ შეიტანა. როგორც ბროკიშვილი განმარტავს, ფრაქციაში მისი ყოფნის მიზეზი ტექნიკურ ხასიათს ატარებდა. „რადგან ფრაქცია „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობამ“ შეიცვალა სახელი და ფრაქციაში 3 კაცი ვიყავით, ჩემი გასვლის შემდეგ ფრაქცია დაიშლებოდა. შესაბამისად ფრაქციის წევრებმა მთხოვეს, რომ დავრჩენილიყავი ფრაქციაში, მანამ სანამ ახალ წევრს მოძებნიდნენ, რომ ფრაქცია შემდგარიყო. როგორც უკვე ვიცი მათ მოძებნეს ფრაქციის ახალი წევრი და ჩემი ფრაქციაში დარჩენა სავალდებულო უკვე აღარ არის – განმარტა ბროკიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები