1 8 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დავით პაიჭაძის აგარაკის ქურდობაში ბრალდებულები დააკავეს

ჩამოტვირთვა

ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებულ–დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ამლევში 12 აგარაკის გაქურდვისათვის დააკავეს. სამართალდამცველებმა ორი მათგანი ერთ–ერთი აგარაკის გაქურდვის დროს, შემთხვევის ადგილზე დააკავეს, ხოლო ორი – ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებების შედეგად. ნაქურდალი საოჯახო და საყოფაცხოვრებო ნივთების ნაწილი ამოიღებულია და პატრონებს დაუბრუნეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ და „გ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც 6–დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები