1 8 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის შიდა ურთიერთობების საკითხების ევროკომისარს შეხვდა

ჩამოტვირთვა

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის შიდა ურთიერთობების საკითხების ევროკომისარ სესილია მალმსტრომს შეხვდა, რომელმაც საქართველოში ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა ჩამოიტანა. შეხვედრის ფარგლებში განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, სამინისტროში განხორციელებული სტრუქტურული რეფორმა, ვიზების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები და სამართალდამცავ სფეროში არსებული პრიორიტეტული მიმართულებები, როგორიცაა საზღვარი, მიგრაცია, ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლა. მინისტრმა სტუმარს შინაგან საქმეთა სამინისტროს განვითარების მოკლევადიანი 2013 წლის სტრატეგია და პოლიციის ახალი ეთიკის კოდექსის პროექტი წარუდგინა, რომელიც ამჟამად გაგზავნილია ევროსაბჭოში შენიშვნებისა და კომენტარებისთვის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები