მსოფლიო
სასამართლომ უგლავას საქმეზე პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
2013-02-25 18:31:50
ჩამოტვირთვა
თბილისის საქალაქო სასამართლომ დედაქალაქის მერის მიმართ პროკურატურის არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გიგი უგულავა დარბაზიდან გაათავისუფლes. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო.
გიგი უგულავა სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე და 182-ე მუხლებით არის ბრალდებული, რაც სხვის ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას გულსიხმობს. ამ საქმეებთან დაკავშირებით წინასასამართლო სხდომა 10 აპრილს, 15.00 საათზე დაინიშნა.
პროკურატურა ქალაქის მერისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით მილიონი ლარის გირაოს შეფარდებას, უფლებამოსილების შეჩერებას და ქვეყნიდან გაუსვლელობის პირობას ითხოვდა.
კომენტარები