საზოგადოება
დავით კეზერაშვილს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
2013-02-25 18:30:44
ჩამოტვირთვა
დავით კეზერაშვილს სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო.
პატიმრობასთან დაკავშირებით შუამდგომლობით მოსამართლეს პროკურორებმა მიმართეს. დაცვის მხარე, დავით კეზერაშვილის ადვოკატი გოგიტა გაბაიძე კი ითხოვდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს 5 000 ლარიანი გირაო ან აღმკვეთი ღონისძიების არც ერთი სახე არ შეფარდებოდა.
დავით კეზერაშვილს პატიმრობა "ტელეიმედის" საქმესთან დაკავშირებით შეეფარდა. ბრალდებულ ამჟამად საქართველოში არ იმყოფება.
კომენტარები